NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებს, დიდი ბრიტანეთი გამოეხმაურა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისის წარმომადგენლის თქმით, დიდი ბრიტანეთი „მჭიდრო კომუნიკაციაშია“ მოკავშირეებთან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული რაკეტები ჩავარდა პოლონეთში.

„ჩვენ ვიკვლევთ ამ ცნობებს და მჭიდრო კონტაქტში ვართ მოკავშირეებთან“, - განუცხადა CNN-ს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენელმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.