უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი დღეს, 16 ნოემბერს რამშტეინის ფორმატში მეშვიდე შეხვედრას გამართავს.
ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
„უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ოსტინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი მილი უხელმძღვანელებენ“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა.
შეხვედრა ვირტუალურად და პენტაგონის მოდერატორობით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 50-მდე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების წინა, მეექვსე შეხვედრა რამშტეინის ფორმატში, ოქტომბერში ბრიუსელში გაიმართა.
ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება იყო.