თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, თურქეთში საცხოვრებლი ფართის გაყიდვები, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7 პროცენტით გაიზარდა და 1 159 853 ერთეული შეადგინა.
თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე, ოქტომბერში 102 660 ტრანზაქცია განხორციელდა.
უცხოელების წილი ოქტომბერში, ტრანზაქციების მთლიან მოცულობაში 5,2 პროცენტია.
ოქტომბერში, თურქეთში უცხოელებმა საცხოვრებელი ფართები ძირითადად ანტალიაში იყიდეს (2 123 ერთეული). მეორეა სტამბული - (1658 ერთეული) და მერსინი (490 ერთეული).
თურქეთში ყველაზე მეტი უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს (2023 ერთეული). შემდეგ, ყველაზე მეტი უძრავი ქონება ირანის მოქალაქეებმა იყიდეს (498 ერთეული), მესამე-მეოთზე პოზიციებს ინაწილებენ ერაყისა (310) და უკრაინის მოქალაქეები(216).
თურქეთში, უცხოელ მოქალაქეებზე საცხოვრებელი ფართის გაყიდვის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 021 ერთეულამდე, 26,9 პროცენტით გაიზარდა.