ISW: რუსეთს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ტემპის შენელება მოუწევს. რაკეტების მარაგი იწურება

რუსეთმა, ზუსტი მართვადი იარაღის სისტემების მარაგი დიდწილად ამოწურა და, სავარაუდოდ, იძულებული იქნება უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეანელოს, - ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები აცხადებენ.

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, 15 ნოემბერს, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების ყველაზე დიდი სერია დაიწყო.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 100 ერთეული Kh-101-სა და Kh-555-ის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს უკრაინის სამიზნეების მიმართულებით.

სარაკეტო დარტყმები, პირველ რიგში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდა.

უკრაინულმა და რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს ობიექტებს კიევში, ასევე რივნის, ჟიტომირის, ლვოვის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ვინიცას, ოდესას, კიროვოგრადის, ჩერკასის, ვოლინის და ხარკოვის რეგიონებში.

„რუსულმა სამხედროებმა 15 ნოემბერს, კოორდინირებული სარაკეტო დარტყმების დროს, სავარაუდოდ, ზუსტი მართვითი იარაღის სისტემების დარჩენილი მარაგი გამოიყენეს“, - აცხადებენ ISW-ს ექსპერტები.