ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან თანამშრომლობა, ამიტომაც მათ სამომავლოდ აქვთ გარკვეული ინტერესები უკრაინასთან მიმართებით.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უკრაინასა და ჩინეთს შორის, ომამდე ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ჩინეთის ფოკუსში. სტრატეგიულად ისინი გვხედავენ ფოკუსში. ეს უკავშირდება ბიზნესსა და ნედლეულს.
რაც შეეხება ჩვენს სოფლის მეურნეობას, მათთვის ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ვართ. ჩინეთისთვის საინტერესოა კომპლექსური აგროწარმოება და ამ მიმართულებით სიმძლავრეების ზრდა.
ჩინეთს ბევრი რამ აინტერესებს უკრაინაში. დამიჯერეთ, საელჩოს დონეზე მათ აქვთ ჩვენთან კომუნიკაცია და მუდმივად ამბობენ, რომ ყველაფერს ადევნებენ თვალყურს. მათ აინტერესებთ უკრაინის მომავალი“, - განაცხადა ზელენსკიმ.