აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა „ძალიან წარმატებული" იყო, სადაც წევრებმა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადეს.
ოსტინმა აღნიშნა, რომ ჯგუფი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან კრიტიკული აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებისთვის.
„ჩვენ ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი იმპულსი მთელი ზამთრის განმავლობაში, რათა უკრაინამ გააგრძელოს კონსოლიდაცია და ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ოსტინმა.