ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა დღეს აღიარა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია.
ბრიტანეთის ეკონომიკა მომავალ წელს 1,4%-ით შემცირდება.
ჰანტმა განმარტა, რომ ეკონომიკაზე გავლენას ახდენს გლობალური ფაქტორები, კერძოდ, უკრაინის ომი, რასაც ენერგორესურსებსა და სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა.
მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი ნაკლებად იყო მზად იყო ასეთ შოკებთან გამკლავებისთვის, ვიდრე მისი ზოგიერთი კონკურენტი.
მთავრობა პროგნოზირებს, რომ დიდ ბრიტანეთს ექნება შედარებით ზედაპირული, მაგრამ გაჭიანურებული რეცესია, რაც გავლენას მოახდენს ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თუ ინგლისის ბანკის ინდივიდუალური პროგნოზები ახდება, უმუშევრობის დონემ შესაძლოა, 6,5%-ს მიაღწიოს და სამუშაოს გარეშე კიდევ მილიონი ადამიანი დარჩეს.