თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს.
ერდოღანის თქმით, მას აცნობეს, რომ ბირთვულ იარაღს არც ერთი მხარე არ გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„დიდი ოცეულის“ სამიტიდან დაბრუნებისას გაკეთებულ განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა ახალი მსოფლიო ომი თავიდან იქნას აცილებული.
შეგახსენებთ, ორშაბათს, ანკარაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.