- ნენსი პელოსიმ, რომელიც დემოკრატებს აშშ-iს წარმომადგენელთა პალატაში თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ტოვებს ამ როლს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. ნენსი პელოსის სავარაუდოდ, კევინ მაკარტი შეცვლის. პელოსი მუშაობას კონგრესში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს.
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ. სენატში კი, დემოკრატებს 50 მანდატი ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმით, დემოკრატები უმრავლესობას მოიპოვებენ.
82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა.