სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს - იმედი გვაქვს, მალე გამოჯანმრთელდებით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„კარგად ყოფნას გისურვებთ. ეს ნამდვილად რთული დროა, მაგრამ სოლიდარობით გადავლახავთ. იმედი გვაქვს, რომ თქვენც და პირველი ლედიც მალე გამოჯანმრთელდებით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ.