გერმანული კონცერნი Siemens-ი, რუსეთის ბაზრიდან გავიდა

გერმანულ კონცერნ Siemens-ის 2022 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ, რუსული აქტივები გაყიდვა.

„2022 ფისკალური წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს, Siemens-მა რუსეთში, მთელი თავისი ფინანსური და სალიზინგო ბიზნესი გაყიდა“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა. 

კონცერნმა რუსული ბაზრიდან გასვლის პროცედურა მაისში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო.

მანამდე კომპანიამ, ურალის ლოკომოტივიდან გასვლისა (სინარასთან ერთობლივი საწარმო), და Siemens Mobility-ის განყოფილების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

Siemens Erergy-მა, რომელიც 2020 წელს ჯგუფის კორპორატიული რეორგანიზაციის შედეგად დამოუკიდებელი კომპანია გახდა, აგვისტოშიც გამოაცხადა რუსეთის ბაზრიდან გასვლის გეგმა.

რუსული აქტივების გაყიდვის პროცესი, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.