პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წყაროებსა და მოპოვებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს.
„რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა წერილი, რომლითაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმოქმედმა მისიამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო მიმართა ეუთოს.
„ითვალისწინებს რა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების უპრეცედენტო ხასიათსა და მძიმე შედეგებს [ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის] ორგანიზაციისთვის, რუსეთის მხარე მოელის, რომ მოახლოებული შეხვედრის მონაწილეები პრინციპულ შეფასებას გააკეთებენ, ასევე დაგმობენ ვარშავის ამ ქმედებას, რაც არნახულია ეუთოს მთელი ისტორიის მანძილზე,“ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოსთვის გაგზავნილ წერილში.
ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მინისტერიალი 1-2 დეკემბერს პოლონეთში, ლოძში იმართება.
რუსეთსა და პოლონეთს შორს ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.