პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუკაშ იასინამ, AFP-ს დაუდასტურა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალზე, რუსეთის დელეგაცია და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ დაიშვება.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალი, 1-2 დეკემბერს ლოძში იმართება.
ამჟამად ეუთოს პოლონეთი თავმჯდომარეობს. ეუთო წევრია 57 ქვეყნა, მათ შორისაა რუსეთი და უკრაინა.