ყაზახეთის უმსხვილესი სახელმწიფო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ყაზახეთის სახელმწიფო ჰოლდინგის Baiterek-ის ხელმძღვანელმა კანატ შარლაპაევმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.  თუმცა, ამ დროისთვის მისი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მისი განცხადება დააკმაყოფილა.

რუსეთის მოქალაქეობა დატოვა შარლაპაევის ქალიშვილმა, რომელიც 2017 წელს მოსკოვში დაიბადა.

Baiterek-ის ხელმძღვანელს ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა. 

შარლაპაევმა Baiterek-ის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, 2022 წლის თებერვალში დაიკავა.

მანამდე მუშაობდა Citibank Russia-ის რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მთავარ ფინანსურ დირექტორად, Citibank Kazakhstan-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტად.

მანამდე, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვმა, Revolut fintech სტარტაპის დამფუძნებელმა ნიკოლაი სტორონსკიმ, მეწარმე და ინვესტორმა რუბენ ვარდანიანმა, IT ინვესტორმა და Mail.ru ჯგუფის ყოფილმა თანამფლობელმა იური მილნერმა და ცნობილმა ფინანსისტმა ტიმურ ტურლოვმა.

ამ შემთხვევებში, მიზეზად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დასახელდა.