ყვარელში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ყვარელში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.