ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მოლაპარაკებები სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას ვლადიმირ ზელენსკის ტელეგრამის არხი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიდი ბრიტანეთი ომის პირველივე დღეებიდან ჩვენი ქვეყნის საიმედო მოკავშირეა.
სუნაკის კიევში ვიზიტის დროს მხარეებმა გლობალური უსაფრთხოებისა და უკრაინის თავდაცვის საკითხები განიხილეს.