ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში გაზსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ აფეთქება ბერნგარდოვკასა და კოვალევოს შორის გაზსადენზე მოხდა.
„მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ხანძრი არ ვრცელდება საცხოვრებელ ადგილებზე“, - აღნიშნა დროზდენკომ.
ინფორმაცია საგანგებო სიტუაციის მასშტაბის, დაზარალებულთა არსებობისა და ინციდენტის შესაძლო მიზეზებზე, ჯერჯერობით არ ვრცელდება.