დიდი ბრიტანეთი უკრაინას, სამხედრო საჰაერო თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც 120 სპეციალურ საზენიტო იარაღსა და ჰაერსაწინააღმდეგო აღჭურვილობას მოიცავს.
ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
სუნაკის თქმით, ის ამაყობს, რომ დიდი ბრიტანეთი ომის დაწყებიდან უკრაინის გვერდით დგას.
„დღეს ჩამოვედი, რომ ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს დახმარებას მანამდე ვიდრე უკრაინაში არ დაისადგურებს მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც მას სჭირდება და იმსახურებს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.