დიდ ბრიტანეთს შეუძლია, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის ერთ-ერთი თანაავტორი გახდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი სამშვიდობო ფორმულის ერთ-ერთი უპირატესობაა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გამოიჩინონ ლიდერობა ამ ფორმულის პუნქტების განხორციელებაში. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს მეგობრებს, რათა დარწმუნონ საკუთარი თავი იმაში, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან. სწორედ ამის საფუძველზე ვამბობ, რომ გაერთიანებული სამეფოს აქვს შესაძლებლობები, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის თანაავტორი გახდეს “, - აღნიშნა პრეზიდენტმა.