იაპონია, ლეტალური იარაღის ექსპორტზე დაწესებული მკაცრი წესების გადასინჯვას გეგმავს.
ამის შესახებ Japan Today- წერს.
ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იაპონიამ უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ სამხედრო დახმარება ვერ აღმოუჩინა.
იაპონიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ექსპორტზე დაწესებული ემბარგოს გამო ვერ შეძლო.
2022 წლის მარტში, იაპონიის მთავრობამ უკრაინას, თავდაცვის საშუალებები - დამცავი ჟილეტები და ჩაფხუტები გაუგზავნა.