უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ემზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო, მათ შორის ენერგიის გამომუშავების მოწყობილობების იმპორტის გაძლიერებით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ფინანსურ მხარდაჭერას პარტნიორებისგან იღებს.
მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან დამატებით 4,5 მილიარდი დოლარის გრანტის მოზიდვის შესახებ. მომავალ კვირას უკრაინა ევროკავშირისგან 2,5 მილიარდ ევროს მიიღებს.
შმიგალის თქმით, მთავრობამ 100 მილიონი გამოყო გათავისუფლებული ხერსონის რეგიონის აღდგენისთვის.