ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელორუსის 22 მოქალაქეს, ასევე ნავთობისა და გაზის და ფოლადის სექტორის ზოგიერთ საწარმოს სანქციები დაუწესა.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ახალი ზელანდიის სანქციების მორიგი პაკეტი ვრცელდება რუსეთისა და ბელორუსიის 22 მოქალაქეზე, რომლებიც, ახალი ზელანდიის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებს უჭერენ მხარს.
სანქციების ახალ სიაში შედიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ცოლ-შვილი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა და ბელორუსის პრეზიდენტის ცოლ-შვილი და თავად ალექსანდრე ლუკაშენკო.
ასევე, სანქციების ქვეშ მოექცა ზოგიერთი რუსი ბიზნესმენი და მეწარმე. გარდა ამისა, შემაკავებელი ზომები მიიღეს რუსული საწარმოების მიმართ, მათ შორის „რუსეთისთვის ეკონომიკური ან სტრატეგიული მნიშვნელობის, ნავთობისა და გაზის, ფოლადის და ტრანსპორტის სექტორებში და რადარებისა და ელექტრონული აღჭურვილობის წარმოებაში“.