შპს „ლიდერს“ ცხენისა და ვირის ხორცის განმეორებით გამოვლენის გამო წარმოება შეუჩერდა

შპს „ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე“, - ნათქვამია სეს-ის განცახდებაში.