ნოემბრის ბოლოს ესპანეთში უკრაინული ჯარების სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებას დაიწყებს. შესაბამისი განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ორშაბათს მადრიდში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა.
ცენტრი ტოლედოში გაიხსნება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის პოლიცია უკრაინაში უახლოეს კვირებში განთავსდება, რათა კიევს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს.
ესპანელი ოფიცრები უკრაინელ გამომძიებლებთან და პროკურორებთან ერთად იმუშავებენ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლების დელეგაცია უკვე ჩავიდა კიევში, რათა უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდეს.
პირველ შეხვედრაზე ორმა ქვეყანამ თანამშრომლობის პირობები და განლაგების სფეროები გასანზღვრა.