21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7178 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7188 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.10 თეთრი შეადგინა.
"გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7814 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8213 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1459 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2111 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.