IAEA-ს ცნობით, უკრაინა მცირედით გადაურჩა ატომურ კატასტროფას

უკრაინა მცირედით გადაურჩა კატასტროფას მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეში ბირთვული ელექტროსადგური დაცხრილეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, გაურკვეველია, რომელი მხარე იყო პასუხისმგებელი სულ მცირე, ათეულობით აფეთქებაზე.

მანამდე, IAEA-ის დირექტორმა, რაფაელ გროსიმ 20 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ვისაც არ უნდა ესროლა სადგურისთვის, „გაგვიმართლა, რომ არ მოხდა პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი“.

„ჩვენ ვსაუბრობთ მეტრებზე და არა კილომეტრებზე. ვინც ესროლა ქარხანას, მიდიოდა „უზარმაზარ რისკზე“ და ცეცხლს ეთამაშება. შემდეგ ჯერზე შეიძლება, აღარ გაგვიმართლოს“ ,- განაცხადა რაფაელ გროსიმ.

IAEA-ს ცნობით, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში რჩება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, იური საკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა რუსული ტაქტიკაა, რომლის მიზანი ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და უკრაინელების გაყინვაა.

შაბათ-კვირას, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს. რუსეთი და უკრაინა თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.