ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ამასთან, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა.
დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს ხანში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.