აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, აშშ-ის შტატ ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხების გამოყოფის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„წუხელ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 18 ნოემბრიდან ნიუ-იორკის შტატში გადაუღებლად თოვს და ქარბუქია. ჯო ბაიდენმა ასევე საგანგებო სიტუაციებისთვის, ფედერალური სამსახურებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა ბრძანა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.