ბელგიამ ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს 5-ის ნაცვლად, 4 დღის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ივნისში მიიღო.
შეთანხმების თანახმად, დასაქმებულებს შეეძლებათ, დამსაქმებლისგან, კვირაში ოთხი დღის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა მოითხოვონ.
სისტემა შეიძლება, ექვსი თვის განმავლობაში, დამსაქმებლის თანხმობით გაგრძელდეს. გარიგება შესაძლოა, ორმხრივი შეთანხმებით, პირველი ექვსი თვის ბოლოს განახლდეს.
დამსაქმებელს უფლება აქვს, უარყოს ასეთი მოთხოვნა, მაგრამ უარი დასაბუთებულ მიზეზს უნდა ეფუძნებოდეს.
ბელგია გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში და მესამე სახელმწიფო მსოფლიოში ისლანდიისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, რომელმაც ოფიციალურად შემოიღო ოთხდღიანი სამუშაო კვირა, როგორც ვარიანტი თავისი დასაქმებულებისთვის.