ირანის სახელმწიფო არხმა, Irib TV3-მმა საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ, არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი პირდაპირ ეთერში არ აჩვენა.
ამასთან, არხზე ასევე ხმა ითიშებოდა იმ მომენტებში, როდესაც სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი ანტისახელისუფლებო მიმართვებით გაჯერებულ სიმღერებს მღეროდა.
Reuters-ი წერს, რომ ფეხბურთელებმა სავარაუდოდ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ყველა სასტარტო 11-ვე მოთამაშე ჩუმად იყო, როდესაც ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ჰიმნი ჟღერდა.
ირანში უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.
პროტესტს ბიძგი მისცა ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, რაშიც მორალის პოლიციას ადანაშაულებენ.