მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალ კონფერენციაზე არ მიიწვიეს.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„რუსი ოფიციალური პირები არ არიან მიწვეულნი 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ ეს პლატფორმა მათი პროპაგანდისთვის გამოიყენონ. ჩვენ გვინდა რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუსეთის ოპოზიციის ლიდერებთან და დევნილობაში მყოფ მოქალაქეებთან ერთად, მათი ხმა უნდა მოვისმინოთ და გაძლიერდეს", - წერს ჰოისგენი სოციალურ ქსელში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფორუმია.