აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, კომუნიკაციების გაუმჯობესების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის „სამხედრო აქტივობის“ გამო.
შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
90-წუთიან შეხვედრას კამბოჯაში, აშშ-მ „პროდუქტიული და პროფესიული უწოდა".
„ოსტინმა გამოთქვა შეშფოთება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში PLA (ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის) თვითმფრინავების მიერ გამოვლენილი მზარდი საშიში ქცევის შესახებ, რაც ზრდის შემთხვევების რისკს“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.
ეს იყო პირველი ასეთი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის რანგში ჩავიდა ტაივანში, რასაც ჩინეთის აღშფოთება მოჰყვა.
„მდივანმა გაიმეორა, რომ „აშშ რჩება ერთგული ჩვენი დიდი ხნის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ“. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა მის წინააღმდეგობას სტატუს კვოს ცალმხრივ ცვლილებებთან დაკავშირებით და მოუწოდა PRC-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან ტაივანის მიმართ, - განაცხადეს პენტაგონში.
პენტაგონის ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.
„მდივანმა ოსტინმა განიხილა რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატები და PRC ბირთვული იარაღის გამოყენებას ან მათი გამოყენების მუქარას“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა.
გასულ კვირას აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა გამართეს შეხვედრა და ღია საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების მნიშვნელობზე ისაუბრეს.
გაეცანით Europetime-ის სტატიას