ევროპული პარლამენტის დასკვნის მიხედვით, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებულ რეგიონებში, ამის შესახებ სააგენტო Euractiv-ი წერს.
„რუსეთის ჯარების გაყვანის ოფიციალური თარიღის შემდეგაც კი, „რუსეთის აქტიური ჩარევებით და ასევე „სამხეთ ოსეთისა“ და ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებით, დადგინდა, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონების აქტიურ კონტროლს ახორციელებს. გასულ წელს გაირკვა რომ რუსეთს ორივე ოკუპირებულ რეგიონში 9,000-დან 10,000-მდე ჯარისკაცი ჰყავს. სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით, აქტიური დაკვირვების შედეგად მათ საკმარისი მტკიცებულება დაუგროვდათ, იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ“, - წერს Euractiv-ი.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.