ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7192 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7178 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.14 თეთრი შეადგინა.

"გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7951 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7814 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.37 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1460 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2255 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.