ვევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
„ევროკომისია უკრანას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წელს უკრაინას 18 მილიარდი ევრო გადავცეთ. ეს თანხა მიმართული იქნება სასწრაფო რემონტისთვის და სწრაფი აღდგენისთვის, რაც უზრუნველყოფს წარმატებულ რეკონსტრუქციას. ჩვენ იმდენხანს დავუჭერთ უკრაინას მხარს, რამდენიც დასჭირდება“, - წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.