ავსტრიამ, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ბუნებრივი აირის 79% რუსეთიდან შემოჰქონდა, ახლა რუსულ გაზზე 21%-ითაა დამოკიდებული.
რუსული გაზის ჩანაცვლების სტრატეგიის ფარგლებში, ავსტრიამ დაჯავშნა მილსადენის სიმძლავრე 40 ტერვატ საათში (TWh) როგორც გერმანიის, ისე იტალიური მიმართულებით.
ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას შეიძინოს გაზი ნორვეგიიდან და მცირე მოცულობის თხევადი გაზი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან.
პირველ ნოემბერს ავსტრიის გაზის საცავები 90%-მდე იყო სავსე და 87,9 ტერავატ/საათს ბუნებრივ აირს შეიცავდა, რაც ქვეყნის წლიური მოხმარებაა.