ზელენსკიმ თოყაევს ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყასიმ-ჟომართ თოყაევს ყაზახეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა.

ზელენსკიმ უკრაინა-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა თოყაევს ყაზახეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისთვის.

კვირას, 20 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა თოყაევმა ხმების 81,31%-ით გაიმარჯვა.