„უკრაინელებმა დაუმტკიცეს საკუთარ თავს, მსოფლიოს და რა თქმა უნდა, რუსებს, რომ არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას“, - ამის შესახებ სენატორი რიში უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს.
„პუტინი უკვე წააგო. მე ამის ნამდვილად მჯერა. ვფიქრობ, უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ პუტინი ვერასოდეს მიაღწევს თავის მიზანს, რომელიც იყო ქვეყნის ოკუპაცია. უკრაინელები სიკვდილამდე იბრძვიან, სანამ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას დაუშვებენ. ამან მოახდინა მსოფლიოზე შთაბეჭდილება. ეს წარმოუდგენლად შთამბეჭდავია.
პუტინი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას და ვერ მიაღწევს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს. უკრაინელებმა აჩვენეს საკუთარ თავს, მსოფლიოს, რა თქმა უნდა რუსებს, რომ არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.
მან აშშ-ის შემდგომი დახმარების და მათ შორის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლო გადაცემაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„უკრაინას ცოცხალი ძალის მიწოდებას არ ვაპირებთ. ეს უკრაინამ იცის. მათ მართლაც თქვეს: „ჩვენ არ გვჭირდება ამერიკელები აქ საბრძოლველად. ჩვენ თავად ვიბრძოლებთ. მოგვეცით ინსტრუმენტები“, - აღნიშნავს ჯიმ რიში.