დიდი ბრიტანეთი უკრაინას, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვერტმფრენებს პირველად გადასცემს.
- საუბარია სულ სამ Sea Kings-ის ტიპის ვერტმფრენზე, რომელთაგან პირველი უკვე უკრაინაშია.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, ოსლოში მოკავშირე ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრაზე, სადაც ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერაზეც განიხილავენ.
ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში უკრაინელი სპეციალისტები, დიდ ბრიტანეთში, ვერტმფრენების ოპერირებას სწავლობდნენ.
ვერტმფრენებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენებენ. უოლესმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი უკრაინას, დამატებით 10 000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის.
Sea King ვერტმფრენებს ადრე ბრიტანეთის საჰაერო ძალები და საზღვაო ძალები იყენებდნენ. ბოლო Sea King-ის ფლოტში გამოყენება ბრიტანეთმა 2018 წლიდან შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ კიევში მისი პირველი ვიზიტისას, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაჰპირდა.