ბავარიის ქალაქ მანჩინში, რომაულ-კელტური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ 450 კელტური მონეტა მოიპარეს, რომელიც რამდენიმე მილიონ ევროდ იყო შეფასებული.
ძარცვა სავარაუდოდ 21 ნოემბერს მოხდა.
ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ „ფანჯარა ჩამსხვრეულია“, თუმცა გამომძიებლები, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებზე არ საუბრობენ.
„მონეტები იყო მუზეუმის მთავარი ექსპონატი. ბავარიის კრიმინალური პოლიცია საქმეს იძიებს. კელტური განძის დაკარგვა კატასტროფაა", - ამის შესახებ ბავარიის მეცნიერებისა და ხელოვნების მინისტრმა, მარკუს ბლუმმა განაცხადა.