„მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვითა და სარაკეტო თავდასხმებით, მტერმა გადაწყვიტა, დაშინებით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი შეფასებით, ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ.
„ვილნიანსკის საავადმყოფოს სამშობიაროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ჩვილი გარდაიცვალა, ქალი კი, დაშავდა. ნანგრევების ქვეშ, ალბათ, ჯერ კიდევ არის ხალხი“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე.
ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე, რუსეთის ძალების სარაკეტო შეტევისას, ახალშობილი დაიღუპა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს საავადმყოფოს ნანგრევებიდან.
ცენტრალური რაიონული საავადმყოფო ქალაქ ვოლნიანსკში, ზაპოროჟიეს ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.