ბრიტანეთის ცნობით, რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანში წარმოებული დრონების მარაგი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან გაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების არაერთი საფრენი აპარატი (UAV).

ამასთან, სავარაუდოა, რომ რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანში წარმოებული იარაღის ამჟამინდელი მარაგი და შეეცდება მომარაგებას.

ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.