რუსეთის ძალების მიერ, კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.
- კიევი იუწყება, რომ რუსეთი დედაქალაქის რამდენიმე რეგიონს ბომბავს
- უკრაინა: ხორვატია კიევის დასახმარებლად ორ ვარიანტს განიხილავს
"რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა", - წერს გერაშჩენკო.
კიევის მერის თქმით, აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.