უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.
ზელენსკის განცახდების მიზეზი, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე შეტევა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გახდა.
კიევში რუსეთის ბოლო თავდასხმებს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
გაერო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნას დათანხმდა და უშიშროების საბჭოს სხდომა თბილისის დროით 24 ნოემბრის 01:00 საათზე ჩაინიშნა.