სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ The Guardian-ი სტატიას აქვეყნებს. სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით, რუსეთი ეთნიკურად ქართველი მოსახლეების არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დამნაშავედ მიიჩნიეს. რუსეთი ომის პატიმრების წამებასა და ქართული სოფლებიდან მოსახლეობის განდევნაში დამნაშავედ ცნეს. ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ხუთდღიანი ომიდან 13 წლის შემდეგ მიიღეს.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.