"მოძმე აზერბაიჯანმა დიდი ოპერაცია დაიწყო თავისი ტერიტორიების დასაცავად და ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მან აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ბრძოლა მანამ გაგრძელდება, ვიდრე მთიანი ყარაბაღი ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება.
„ჩვენი ყველა შესაძლებლობით, მთელი ჩვენი გულით მოძმე აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ და ვიდგებით. ღვთის ნებით, ეს ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება,“- აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღისთვის საომარი მოქმედებები, 27 სექტემბერს დაიწყო და დღემდე ადამიანური დანაკარგის ფონზე მიმდინარეობს.