მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რესურსების მობილიზება რთულ ამოცანად ითვლება, საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო და უწყება, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლაშია ჩართული, მზადყოფნას გამოხატავს ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.
„გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში, პირველი კურსი ქართველი სამართალდამცავი უწყებების პროფესიონალებისთვის 3-4 ნოემბერს დაიწყო. ეს სასამართლო ექსპერტიზის სერტიფიცირების თითქმის ერთწლიანი კურსის პირველი ეტაპია, კურსი საქართველოს შესაბამის უწყებებს წარედგინათ.
მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რესურსების მობილიზება რთულ ამოცანად ითვლება, საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო და უწყება, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლაშია ჩართული, მზადყოფნას გამოხატავს ვალდებულებების შესასრულებლად.
სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ ერთწლიან კურსს, გახდებიან სერთიფიცირებული სასამართლო ექსპერტები და დამატებით მოეთხოვებათ სამართალდამცველების მომზადება, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის (OPDAT) მხარდაჭერით“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, აშშ საქართველოში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს.