ჩავუშოღლუ: არსებობს რისკი, რომ ომი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და არა ბრძოლის ველზე. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მან თურქეთის ძალისხმევასაც გაუსვა ხაზი.

ჩავუშოღლუს თქმით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია, თანაბრად შეხვდეს რუს და უკრაინელ კოლეგებს. 

მინისტრის განმარტებით: „ალიანსის ქვეყანა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ შევხვდებით რუსეთს ან სხვა ქვეყნებს. აუცილებელია ამ ბალანსის კარგად შენარჩუნება".

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ომი  ადგილზე დასრულდება, სამხედრო მიღწევებით. მიუხედავად ამისა, არსებობს რისკი, რომ ომი შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. მარტთან შედარებით, ახალ პირობებში, ახალი რეალობებია. ეს უფრო რთული გახდა... ეს არც ისე ადვილია, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ცალკეულ ორდღიან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც სტამბოლში, მარტის ბოლოს გაიმართა, ჩავუშოღლუმ განაცხადა: „როდესაც ჩვენ ერთად შევიკრიბეთ სტამბოლში, მხარეები ძალიან ახლოს იყვნენ ცეცხლის შეწყვეტასთან. მაგრამ შემდეგ, „ჯადოსნური ხელის“ მეშვეობით, მხარეები მაგიდას შორდებიან“.