უნგრეთის მთავრობამ, უკრაინას დახმარებისთვის €187 მილიონი გამოუყო

უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს.

დაზუსტებული ინფორმაციით, უნგრეთის ბიუჯეტიდან თანხები უკრაინას 2023 წელს გადაირიცხება. 

დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა.