ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას, სრული განადგურებით ემუქრება.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ერევანში CSTO-ს სამიტის ფარგლებში რუსი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
„ყველაფერი უკრაინის ხელშია. არა იმიტომ, რომ მსურს ეს თემა ზელენსკის ან უკრაინაზე გადავიტანო. მართლაც, ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
„თუ უკრაინას არ სურს ხალხის სიკვდილი და დიდი რაოდენობით, მაშინ კონფლიქტი უნდა შეწყდეს. ჩვენ უნდა შევჩერდეთ, ეს უნდა შევაჩეროთ. რადგან შემდგომში მოხდება უკრაინის სრული განადგურება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ხალხებს შორის ურთიერთობა აუცილებლად აღდგება, როგორც ეს არაერთხელ მოხდა ისტორიაში, თუნდაც მრავალი წლის რთული კონფლიქტების შემდეგ, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.